geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერმანელი მეწარმის შტეფან ფრიდემანის საჯარო ლექცია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

16 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება გერმანელი მეწარმის, ბატონ შტეფან ფრიდემანის (Stefan Friedemann) მოხსენება თემაზე: მდგრადი რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ბერლინ-ბრანდენბურგის მაგალითზე.

 

ბატონი შტეფან ფრიდემანი არის საინჟინრო-სატრანსპორტო კომპანიის (Ingenieurgruppe IVV GmbH & Co. KG) ფედერალურ სატრანსპორტო მარშრუტების დაგეგმვის, ხარჯებისა და სარგებლიანობის ანალიზის დეპარტამენტის უფროსი.

 

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრი.

 

თარიღი: 14/10/2026